“თეატრი სახელოსნო” – დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს – ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის

დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს – ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის, – ასე ეხმაურება “თეატრი სახელოსნო 42” “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ბრძოლა ყველას საერთო ბრძოლაა.
“თეატრი სახელოსნო 42” სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილსა და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” დასს.
დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს – ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის. თეატრი არ დუმს. ჩვენი ხმა – ჩვენი პოზიციაა. ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა”, – წერია “თეატრი სახელოსნო 42”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!