მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

მორიგი იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ სად დგას მათი უდიდესი უმრავლესობა.
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოვა, მას ექნება კონკრეტული სპექტრი საკუთარი არჩევანისთვის და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ არჩევნებში. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებენ მონაწილეობას და მძიმედ დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ და ასე დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს რა თქმა უნდა, გააიოლებს ჩვენს საქმეს.
მე ტრადიციულად ვარ ხოლმე შტაბის უფროსი და როგორც შტაბის უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პატარა თავის ტკივილთან არის დაკავშირებული შტაბის მართვა, ყველაფრის დაგეგმვა. ისინი თუ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იოლად დადგება ის შედეგი, რაც ისედაც უნდა დადგეს. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს უფრო მეტად იმის, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ მიიღებენ, ესეც მათი საქმეა. ასეც და ისეც არსებითად ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, ასეც და ისეც, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, ოპოზიცია ძალიან მცირედ იქნება წარმოდგენილი ახალ საკრებულოებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: როდესაც მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას, არ ემსახურები ხელოვნებას – იმას, რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ, სადაც იყავი

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას