“სიკვდილი ს მსახურებს” – მოქალაქე ამბობს, რომ ამ შეძახილისთვის სასამართლომ 50 ლარით დააჯარიმა

მწერალი მიხეილ ციხელაშვილი ამბობს, რომ სასამართლო დარბაზში შეძახილისთვის – “სიკვდილი ს მსახურებს” 50-ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა, რომეომაც ეს ფრაზა სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია.
შემთხვევა ციხელაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის დასრულების შემდეგ მოხდა. შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის, კერძოდ – გზის გადაკეტვის საფუძვლით ციხელაშვილი 5000 ლარით დაჯარიმდა.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისივე თქმით, -ს მთავარი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ.
“ამ ვიდეოს ბოლო კადრში ვჩანვარ მხოლოდ, ისიც ტროტუარზე. სხდომის დასრულების შემდეგ შევძახე სიკვდილი რუსეთის ყველა მსახურს-მეთქი და წამომიხტა, დამიჭიმა თვალები, რაოოოოო რა თქვიოოოო, აბა გაიმეორეო. გავიმეორე. ხოდა შეურაცხყოფისთვის კიდევ 50 ლარიანი ჯარიმა შენო”, – წერს ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.
მოსამართლე დავით თეთრაულმა დღეს, 16 აპრილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრს, აქტივისტ გელა ხასაიას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას