“ყველას დაუდგება ის მომენტი, რომ ამ რეჟიმს არ მოეწონება რაღაც და მიადგებიან მათაც” – ეკა დემეტრაძე

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის მოხსნას მსახიობი ეკა დემეტრაძე დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებად აფასებს.
“ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი არის ამ თეატრის თითოეული თანამშრომლისთვის და კოლეგისთვის, სხვა თეატრის მსახიობისთვის და რეჟისორისთვისაც და სამხატვრო ხელმძღვანელისთვისაც. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო სერიოზულად მიუდგებიან საკითხს და გულწრფელები იქნებიან, პირველ რიგში, საკუთარ თავთან მიმართებით იმიტომ, რომ აუცილებლად ყველას მიადგება ეს რეჟიმი. ყველას დაუდგება ის მომენტი, რომ ამ რეჟიმს არ მოეწონება რაღაც და მიადგებიან მათაც”, – ამბობს ეკა დემეტრაძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…