ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე: ეს არის თეატრის დახურვა

ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა, – ასე აფასებს “თავისუფალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი დავით დოიაშვილის მოხსნას. რეჟისორი კოლეგას სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი დაიხურა.

ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თეატრიც გაუღებს კარს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თეატრი რომ დაიხურა, ეს ფაქტია, – წერს სოციალურ ქსელში ავთანდილ ვარსიმაშვილი. 

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…