მოლაშვილის საქმეზე მოხდა დიდი უსამართლობა და ამ უსამართლობის ხელმომწერები არათუ არ დასჯილან, სხედან კარგად თანამდებობებზე, – ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს.
“ჩემგან უდიდესი პატივისცემა თამაზ მოლაშვილს. კიდევ ერთხელ დაადასტურა მან, რომ მოლაშვილის საქმეზე მოხდა დიდი უსამართლობა და ამ უსამართლობის ხელმომწერები არათუ არ დასჯილან, კარგად სხედან თანამდებობებზე. მანუჩარ კაპანაძე, ლევან მურუსიძე პირველ რიგში, თუმცა ასევე, მთელი რიგი მაღალჩინოსნებისა, რომლებიც თანამდებობებზეც არიან და პოლიტიკაშიც”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
