“ეს სახელმწიფოს მიტაცებაა, პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან” – კოლსი

ერთპარტიული პარლამენტის მიერ “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი პლატფორმა X-ზე ეხმაურება – კოლსი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის, სწორედ ამიტომ ევროდეპუტატი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
“ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე” – წერს რიჰარდ კოლსი.
საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის. “ქართული ოცნების” ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის უცხოურ დახმარებას კრძალავს – თუ ის დამტკიცებული არ იქნება რეჟიმის მიერ, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს. ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან. ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს 2024 წლის , როგორც არალეგიტიმური და ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე”, – წერს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი – გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა – როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს