რიჰარდს კოლსი – ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე

ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის. “ქართული ოცნების” ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის უცხოურ დახმარებას კრძალავს – თუ ის დამტკიცებული არ იქნება რეჟიმის მიერ, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს.
ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან.
ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს 2024 წლის , როგორც არალეგიტიმური და ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე”, – წერს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა