ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ

ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს, რაც პირველ ყოვლისა პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებაა და არა რეალობით განპირობებული – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ევროკავშირს „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი ექნება. საფრთხის ქვეშ აყენებენ მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობას, რომელთაც მოგზაურობისთვის დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ.
„ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს, რაც პირველ ყოვლისა პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებაა და არა რეალობით გამოწვეული, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გაიოლება, ევროკავშირის მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული, ევროკავშირს “ურჩი” ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი ექნება. ურჩ ქვეყნებში რა თქმა უნდა ვგულისხმობ, ქვეყნებს,რომლებიც მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ პოლიტიკას ახორციელებენ.
ევროკავშირი საკუთარი პოზიციით, საფრთხის ქვეშ აყენებს, მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობას, რომელთაც მოგზაურობისთვის დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ.
რთული გამოსაცნობი არ არის, რა ამოძრავებთ ევრობიუროკრატებს, მათ ნახეს, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა, გაძლიერება და განვითარება დაიწყეს, მათ შორის საქართველომ, რაც რა თქმა უნდა ბრიუსელისთვის მიუღებელია, მათ მორჩილი მთავრობები სჭირდებათ, რომელიც ევრობიუროკრატების ბრძანებებს უსიტყვოდ და პროტესტის გარეშე შეასრულებს.“ – წერს ჩიხელიძე facebook – ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს