მაქვს სურვილი ევროკავშირის ელჩი კომისიის სხდომებზე მოსმენილ მსხვერპლთა განცხადებებს გამოეხმაუროს

მაქვს სურვილი ევროკავშირის ელჩი კომისიის სხდომებზე მოსმენილ მსხვერპლთა განცხადებებს გამოეხმაუროს
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩს მოუწოდებს კომისიის სხდომებზე მოსმენილ მსხვერპლთა განცხადებებს გამოეხმაუროს.
კომისიის სხდომაზე, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები განიხილებოდა და უსმენდნენ სულხან მოლაშვილის მამას თამაზ მოლაშვილს გურამ მაჭარაშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა კომისიის სხდომაზე გაჟღერებული ამბები მოისმინონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.
„ბატონო თამაზ მესმის, რომ რთულია იმ ყველაფრის გახსენება, რაც გადაიტანეთ, მაგრამ ამ კომისიისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას „წამებას“, რომელიც საპატიმროდან ღიმილით გამოვიდა მეორე დღეს და სააკაშვილის „წამებას“, რომელიც, როგორ თქვენ ამბობთ ოროთახიან ლუქსში არის წამოკოტრიალებული, მნიშვნელოვანია.
მსურს კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს, რომლებიც ხშირად გვიწუნებენ დემოკრატიას და სხვათა შორის არაერთ რეზოლუციაშიც ახსენეს და კომენტარებშიც, რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. ხომ უყურებენ ამ სხდომებს, უკვე ორ თვეზე მეტია აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე, არ აქვს მნიშვნელობა ქონება დაკარგა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო და ა.შ
საბოლოოდ ყველა ფაქტი მიდიოდა ციხემდე, წამებამდე და საპატიმროში განვითარებულ მოვლენებამდე. მაქვს სურვილი, ევროკავშირის ელჩი კომისიის სხდომებზე მოსმენილ მსხვერპლთა განცხადებებს გამოეხმაუროს. აქ პირველწყაროები თავად აღწერენ იმ წამებას, რომელიც გამოიარეს. ეს ყველაფერი კი დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს და ქართული მართლმსაჯულების მიერ. ორ თვეზე მეტია კომისიის სხდომები მიდის და აქ მოსმენილ ადამიანთა წამების ფაქტებზე და უბედურებებზე ელჩების მოსაზრება ჯერ არ მოგვისმენია. მთავარი მაინც ის არის, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ ელჩების განცხადებების საფუძველზე აპროტესტებენ ვითომ ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლას, მოისმინონ აქ გაჟღერებული ამბები და გამოთქვან თავიანთი მოსაზრება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს