ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების ცვლილების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი მიზნად ისახავს „მონობაზე უარის მთქმელი“ ქვეყნების დასჯას.
როგორც ნიკოლეიშვილის აღნიშნავს, საუბარი არა ევროპული კურსის გადახვევაზე, არამედ სუვერენიტეტის განმტკიცების მცდელობაზეა, რასაც დასავლეთი ვერ ეგუება და დამატებითი ზეწოლის მექანიზმებს ამუშავებს.
„რატომ აპირებს ევროკავშირი “უვიზო მიმოსვლასთან” დაკავშირებული წესების ცვლილებასა და აღნიშნული მექანიზმის გაუქმების გამარტივებას ? აქ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გასაგებია, უნდა დაისაჯოს ყველა ვინც მათ „თამაშის წესებს“ არ მიიღებს, უფრო სწორედ კი მათ მონობაზე უარს იტყვის და შესაბამისად ისევ თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებას შეეცდება. ამისათვის მათ ახალი მექანიზმის შემუშავება სჭირდებათ, მექანიზმი რომელიც ერთმხრივ მათ „შეეშველებათ ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად, ხოლო მეორე მხრივ მათ აგენტურას გზას გაუხსნის უფრო მეტად იტლიკინონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ თითქოს მათ ევროპულ კურსს გადაუხვიეს, სინამდვილეში კი ეს ქვეყნების დაშანტაჟების კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა