პროექტის – „ჩვენი ჯარი“, ფარგლებში სამხედროები ტყიბულის მე-6 სკოლას ესტუმრნენ

თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელსაც წარმატებით გრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად, ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ჯარისკაცებმა საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, ჯარში სამსახურის დაწყებასა და სამხედრო განათლების მიღებაზე ისაუბრეს. მოსწავლეთა აქტიურობით გამორჩეულ შეხვედრაზე, კარიერული განვითარების შესაძლებლობებით და ჯარში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდნენ. კერძოდ, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და აქტიურ რეზერვში არსებულ სიახლეებზე. საინტერესო გამოდგა შეხვედრის ინტერაქტიული ნაწილი, რომლის დროსაც სამხედროებმა მოსწავლეებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს სკოლებში სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება. ჯარის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო ცნობიერების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტი – „ჩვენი ჯარი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს.
Previous: მაქვს სურვილი ევროკავშირის ელჩი კომისიის სხდომებზე მოსმენილ მსხვერპლთა განცხადებებს გამოეხმაუროს

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა