„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით, ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ხასაია სხდომათა დარბაზში დააკავეს.
საქმე ეხება 31 მარტს მომხდარ ფაქტს. ის სამართალდამცავებმა აქციის დაწყებამდე დააკავეს, რა დროსაც მისი ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობდა.
ხასაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კაია კალასი დღეს ორ ქართველ მოსამართლეს სანქციებით დაემუქრა – როგორც ჩანს, ის ევროპულ ღირებულებებს ვერ აცნობიერებს – ევროკავშირის ელჩი თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი, განმარტებები გასაკეთებელია