შეწყალების ინსტიტუტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს – გრიგორიადისის საქმეზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ს განცხადებით, შეწყალების ინსტიტუტი, პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს.
ქადაგიშვილის თქმით, როდესაც ვიღაც პოლიციელის დაწვას იწყებს, ის კანონის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა და არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრეა.
“შეწყალების ინსტიტუტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს. თუ ხანდახან მაინც დაუბრუნდება პრეზიდენტის ფუნქციას და იმ სიმძიმეს გაითვალისწინებს რა არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, სანამ შეწყალების ინსტრუმენტს როგორც პოლიტიკურ იარაღს გამოიყენებს, უნდა დაფიქრდეს. როდესაც ვიღაც პოლიციელის დაწვას იწყებს, ის კანონის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა. არ აქვს მნიშვნელობა ის მემარცხენეა, მემარჯვენეა, იმის მომხრეა თუ ამის მომხრეა, ევროკავშირი უნდა თუ კიდევ რაღაც სხვა უნდა. არ შეიძლება პოლიციელის დაწვა გაამართლო რაიმე პოლიტიკური მიზნებით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება