დიდუბის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა

დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მას მადლობა გადაუხადა:

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის აწ უკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს – იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად,  გამგებლის თანამდებობა დატოვა. ლადოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებითაც. იგი 2021 წლიდან იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. მინდა, მადლობა ვუთხრა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის. მართლაც მნიშვნელოვანი პროექტებია ენერგეტიკის მიმართულებით გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსები, რომელსაც სჭირდება სწორი, რაციონალური გამოყენება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რათა საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს ვინმეზე ან რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული“, – განაცხადა მ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ანდრია ჯაღმაიძე, იცი, ის გოგო მოკვდა, ობოლი, ქვრივი, ორ ობოლ შვილს, ავადმყოფ დედას, შშმ ძმას მარტო რომ პატრონობდა… დასახმარებლად რომ მოვიდა საპატრიარქოში. ეზოშიც რომ არ შემოუშვეს

ზეინაბ დიასამიძე: ვეკითხები ხელისუფალთ, საგარეო საქმეთა მინისტრს-მაკა ბოჭორიშვილს: რა რეაგირება გააკეთეთ?! რა შეჰბედეთ უძღებ ოკუპანტებს, რომლებიც ტერიტერიებით ვეღარ ოკდებიან და ეხლა ცოცხალ ალაფად არასრულწლოვანები აირჩიეს!