თუ გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიჰყვება “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან გამორიცხული არაფერია.
კობახიძის განმარტებით, თუ ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს მიჰყვება.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცები აკეთა, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ის, ჩვეულებრივად, რადიკალური ოპოზიციის, “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი, მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიჰყვება “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე