„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
თვითმხილველების ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად 30-მდე მაღაზია დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, ხანძარი დილით, 08:30 საათზე გაჩნდა.
„ზარალი ძალიან დიდია. შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი…დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი. იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული ტანსაცმელი, შარვალ-კოსტიუმები.
ეს ყველაფერი ჩემს წინ ხდებოდა. გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო. დღეს რომ ჩართეს შუქი, ვიღაცას „პლიტა” ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა”, -აღნიშნავს თვითმხილველი „ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს