“ოცნება” 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს და პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს

“ქართული ოცნება” 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე მ განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო სთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.
კობახიძე ამბობს, რომ კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ისინი აღარ არიან წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში.
“30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: , , , , დიმიტრი სამხარაძე, , ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე”, – თქვა კობახიძემ.