საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ციხეებზე თავდასხმაზე – ეს არის უკიდურესად სერიოზული დანაშაულები – თავდასხმა ციხის საჯარო სამსახურზე, ანუ ტერორისტული თავდასხმა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჯერალდ დარმანინის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ექვს ციხეზე ცეცხლსასროლი იარაღით და ცეცხლის განზრახ წაკიდებით განხორციელებული თავდასხმები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტები იყო.
Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქ ტულონის ციხეში ვიზიტისას, რომლის შესასვლელსაც AK-47 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, დაკავშირებულია თუ არა თავდასხმები მთავრობის მცდელობებთან, საფრანგეთში სწრაფად მზარდი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ იბრძოლოს.
„რესპუბლიკა უკან არ დაიხევს. ეს არის უკიდურესად სერიოზული დანაშაულები. თავდასხმა ციხის საჯარო სამსახურზე, ანუ ტერორისტული თავდასხმა“, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს.
ჯერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე სულ მცირე ექვსი ციხე იყო. ციხის ოფიცერთა პროფკავშირმა UFAP-მა განაცხადა, რომ ვილპენტში, ნანტერში, ექს-ლუინსა და ვალანსში ციხეებთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. ნანსიში ციხის ოფიცერს საკუთარ სახლში დაემუქრნენ, ხოლო მარსელში ცეცხლის წაკიდების მცდელობა განხორციელდა.