არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ესენი რას ამბობენ, რომ “აი, ანწუხელიძე უაზრო მსხვერპლია”. ამით რას ეუბნებიან ჯარისკაცს?

“იძახიან, რომ “მივდივართ ევროპისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შევწყვიტეთ”. მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დგას მთავრობის წინაშე და მათ სათქმელი ექნებათ, რომ “ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა “.
[…] არცერთ ჯარისკაცს არ აქვს იმის უფლება, რომ ბრძანება გააკრიტიკოს, ასე იყო მაშინაც და ასეა ახლაც, ყველა ქვეყანაში – უბრძანეს? მიდის. – მტერია? უნდა დახვდეს.
ესენი რას ამბობენ, რომ “აი, ანწუხელიძე უაზრო მსხვერპლია”. ამით რას ეუბნებიან ჯარისკაცს? რომ “ჩვენ თუ ბრძოლას მოგიწოდებთ, ჯერ დასხედით, განიხილეთ რამდენად სწორად, ჩვენი ბრალია თუ არა მტერი რომ შემოვიდა”. ეს ანწუხელიძემ როგორ უნდა გაარკვიოს, მიშას ბრალია რუსეთის შემოსვლა თუ რუსეთის ბრალი. მით უმეტეს, ანწუხელიძემ იცის, რომ საკუთარ ქვეყანაში ომს არ იწყებენ, ის არ გადასულა სხვა ქვეყანაში, საკუთარ ქვეყანაში იდგა. რომელი ერი არ ისურვებდა, რომ ანწუხელიძე მისი ერის შვილი ყოფილიყო. რომელი ერი არ იამაყებდა ანწუხელიძით. და ჩვენ, ერი ვამაყობთ, მაგრამ მთავრობა რას აკეთებს?” – თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა სამოქალაქო პლატფორმა “ისაუბრესთან” კომენტარში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო