აქცია თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად ტრაგედია უნდა მომხდარიყო? მაინტერესებს ევროპელი „დაუძინებელი მეგობრების” პოზიცია

აქცია თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად ტრაგედია უნდა მომხდარიყო? მაინტერესებს ევროპელი „დაუძინებელი მეგობრების” პოზიცია
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ რადიკალი აქტივისტების მიერ 29 ნოემბრის აქციაზე ბლაგვი საგნის სროლის შედეგად დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.
ექსპერტი მიმართავს ევროპელ „დაუძინებელ მეგობრებს” და ინტერესდება, ამ ფაქტზე რა რეაქცია აქვთ. ასევე წერს, თუ როგორ გაბედეს ავაზაკთა ბანდის მშვიდობიან მომიტინგეებად შერაცხვა.
„აქცია თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად, ტრაგედია უნდა მომხდარიყო? ჩვენი ევროპელი დაუძინებელი მეგობრების პოზიცია მაინტერესებს, ეს არის მშვიდობიანი აქცია? როგორ გაბედეთ, ავაზაკთა ბანდის, აქციის მშვიდობიანი მონაწილეებად შერაცხვა. ეს არის თქვენი „დემოკრატია” და ორმაგი სტანდარტი.
ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქუჩაში მდგომი ადამიანებს, მშვიდობიან აქციასთან საერთო არ აქვს. ეს არის რადიკალ ადამიანთა ჯგუფი, რომლის მიზანს სახელმწიფოსთვის და ადამიანისთვის ზიანის მიყენება წარმოადგენს. იმედს ვიტოვებ,რომ თითოეული მოძალადის იდენტიფიკაცია მოხდება და დამნაშავე უმკაცრესად იქნება დასჯილი” – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი

კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს – სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით