,, კიდევ ერთხელ რამსები რომ არ აგვერიოს, ფოკუსი უნდა გავასწოროთ” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი :
,,და კიდევ ერთხელ რამსები რომ არ აგვერიოს, ფოკუსი უნდა გავასწოროთ.
რა არის გამარჯვების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა – მთვარზე მთავარი არის
ინიციატივის ფლობა!!!
საჭესთან ყოფნა!!!
უფრო მარტივად, დღის წესრიგის შექმნა, ან როგორც მინიმუმ ამის მუდმივი მცდელობა!!!
ხოდა ჩემო ძვირფასო ოპოზიციონერებო, ყოველ ჯერზე როცა იტყვით, “რა ვიცით რა იქნება 5 თვის შემდეგ”, ან “რა დროს იმაზე საუბარია რა იქნება 5 თვის შემდეგ” თქვენ ინიციატივას გადასცემთ ოცნებას! უბრალოდ უთმობთ ავანსცენას და მიდევნებული ლამპარის როლში ხართ!
ამიტომ მანამ სანამ არ გაქვთ კონკრეტულად განცხადებული გეგმა შემდეგი დიდი პოლიტიკური ნაბიჯის შესახებ რომელიც შემოაბრუნებს პროცესს
ადგილობრივი რჩება შემდეგ მთავარ პოლიტიკურ მოვლენად!!
ამიტომ ორი ვარიანტი გაქვთ, საზოგადოებას შეთავაზოთ:
ან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება!
ან მწყობრი გეგმა ადმლობრივი არჩევნების კონტექსტში!!!
რისი ეშინია ივანიშვილს?
არ აღიარების პოლიტიკის გაგრძელების;
იზოლაციის;
მისი ქონების გაყინვა/შემოდნობის;
მან საუკეთესოდ იცის რომ ამ სამი პირობის არსებობის შემთხვევაში მისი წარმატების შანსი არ არსებობს!!!
ისიც იცის რომ სრულფასოვაბნი დიქტატურის დამყარება საქართველოში სათუო და რთულია!!!
ამიტომ დღეს მან დაიწყო მოძრაობა, დიდი პოლიტიკური ვაჭრობა!
1. ლილუაშვილის გასვლით ავანსცენიდან და ჭორებით გომელაურის გასვლაზე მკვეთრ მოძრაობას აკეთებს რომ ის თავად გადის პოლიტიკური ბრძოლიდან; ეს დასავლეთისთვის გაკეთებული მკვეთრი მოძრაობაა რომ ის გასულია, რომ არაფერ შუაშია და პროცესში აღარ მონაწილოებას.
სინამდვილეში პერსონალიების დონეზე, გომელაურის გადადგომის შემთხვევაში მთავრობაში მისი კაცი ნამდვილად აღარ რჩება. ან პირობებში, მისი პოლიტიკიდან გასვლის განაცხადი უფრო დამაჯერებელია.
2. ის ადვილად გაწირავს ს და მისი ხელის ბიჭებს როგორც კი დარწმუნდება რომ ამით თავის გადარჩებას და თავისი ქონების დაცვას შეძლებს;
3. მას ჰაერივით ჭირდება ადგილობრივი არჩევნები და იქ ოპო-პარტიების მონაწილეობა;
ადგილობრივმა არჩევნებმა უცებ გავლენის ძალიან დიდი ბერკეტი გადაუგდო ოპოზიციურ პარტიებს. მთლიანად თქვენზეა როგორ გამოიყენებთ და რამდენად ჭკვიანები აღმოჩნდებით ამ ინსტრუმენტით სარგებლობისას.
სრულფასოვანი ადგილობრივი არჩევნები – ოპოზიციით, შიდა და გარე დამკვირვებლებით არის ერთადერთი შანსი მისთვის გადარჩეს იზოლაციისგან და ცოტათი მაინც შემოაბრუნოს დასავლეთი; სწორედ აქ არის ბერკეტები, რომელსაც ჭკვიანი პოლიტიკის და ხედვების დაპირისპირება ჭირდება;
4. სწორედ ამით არის გამოწვეული უკან დახევა ოპოზიციის გაუქმების დაპირებიდან;
5. არ გაგიკვირდეთ თუ ასეთი ზარზეიმით და გაგიჟებით მიღებული არასამთავრობოების აკრძალვის კანონებიც, რუსული კანონივით მკვლადშობილი აღმოჩნდეს, ვინაიდან სადამკვირვებლო მისიების გარეშე არ არსებობს არავითარი არჩევნები და არ იქნება აღაირება;
მან მოქმედება დაიწყო!!!
თქვენი ნაბიჯი, გეგმა, ხედვა რა არის?
PS იმ ცირკში იმ პარტიის ლიდერის მონაწილეობაზე რომელიც ორიოდე თვის წინ შესაძლო სატელევიზიო დებატებზე კონულსიებში იყო, ეგ აღიარებააო, არაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ყველა ნაბიჯი რომელიც არააღაირების პოლიტიკას ოდნავ ჩრდილს მაინც აყენებს და რეალურად კი არღვევას სრული უგუნურება და ოპოზიციური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ველისთვის ზურგში ნასროლი ტყვიაა, იმიტომ რომ სწორედ არააღიარება და ამ თვითმარქვიების პოლიტიკური კეთროვანებაა ერთადერთი შემადუღებელი ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან რომლისაც სიკვდილივით ეშინია ბატონ ივანიშვილს!!!“