“ქართული ოცნების” პირობებში, ეს არის ერთადერთი შემთხვევა ისევ აგენტურული ქსელის თანამონაწილის, გახარიას მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია

“ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამ ქმედებას ვინმემ შეიძლება მისცეს შეფასება და დაარქვას ამას დაუფიქრებელი ქმედება, განსაკუთრებით იმ სხდომის შემდეგ და მისი პასუხების შემდეგ ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ჩორჩანას ეპიზოდზე რა პასუხებიც მოისმინა კომისიის წევრებმა და საზოგადოებამ, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს აშენების გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
კირცხალიას თქმით, მმართველ გუნდს არ რჩება სხვა განცდა, თუ არა ისევ აგენტურული ქსელის წევრობა, რომელსაც გახარია წარმოადგენს, როგორც კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აშენებას მოჰყვა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ერთადერთი შემთხვევაა და ქვეყანა კიდევ უფრო დიდ უბედურებას გადარჩა, როდესაც ეს ინციდენტი შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზარდა. “გახარიამ, ბატონი ალეკო ტაბატაძის კითხვაზე, მიზეზად განაცხადა, რომ თურმე გატაცებები ხდებოდა და იმიტომ განახორციელა ასეთი პროვოკაციული ჩარევა, იქ გატაცებები რომ არ ყოფილიყო. შემდეგ, როდესაც მიიღო პასუხი, რომ იქ გატაცებები არ ხდებოდა, იმავე წამს უარყო თავისვე პასუხი.
მისი გამოსვლიდან, მისი ჩვენებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვრჩება სხვა განცდა, თუ არა ისევ და ისევ იმ დიდი აგენტურული ქსელის წევრობა, რასაც ის ახორციელებს და რასაც წარმოადგენს, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ერთი პატრონის ქვეშ მოქმედება ჰქვია. მინდა ხაზგასმით ვთქვა – “ქართული ოცნების” პირობებში, ეს არის ერთადერთი შემთხვევა ისევ ამ აგენტურული ქსელის თანამონაწილის მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია თითქმის მეტი თუ არა ერთი კილომეტრით და მართლა ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ კიდევ უფრო დიდი უბედურება არ დატრიალდა და შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზარდა ეს ყველაფერი. ” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს