ტრამპმა ჰარვარდს 2-მილიარდიანი დაფინანსება შეუჩერა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გაყინავს 2 მილიარდ დოლარზე მეტ ფედერალურ სახსრებს ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის, მას შემდეგ, რაც ელიტარულმა კოლეჯმა უარყო თეთრი სახლის მოთხოვნები.
გასულ კვირას თეთრმა სახლმა ჰარვარდს გაუგზავნა მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც, ადმინისტრაციის მტკიცებით, გამიზნულია კამპუსში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი მოიცავდა ცვლილებებს დაქირავებაში, მიღებასა და სწავლებაში.
დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ, მისი მთავრობა ელიტარულ უნივერსიტეტებს ცვლილებების განხორციელებას სთხოვს და ემუქრება ფედერალური თანხების გაყინვით, რომლებიც ძირითადად კვლევებზე იხარჯება.
ჰარვარდი აშშ-ის პირველი დიდი უნივერსიტეტია, რომელმაც ადმინისტრაციის მოთხოვნები უარყო და თეთრი სახლი დაადანაშაულა უმაღლესი სასწავლებლის „კონტროლის“ მცდელობაში.
თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი ყოვლისმომცველი ცვლილებები გამოიწვევდა უნივერსიტეტის გარდაქმნას და მის საქმიანობაზე კონტროლის დიდი ნაწილის გადაცემას მთავრობისთვის.
თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილ ცვლილებებს შორის იყო:
• ფედერალური მთავრობისათვის იმ სტუდენტების სიის გადაცემა, რომლებიც „მტრულად არიან განწყობილნი“ ამერიკული ღირებულებების მიმართ;
• იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული აკადემიური დეპარტამენტი იყოს „მრავალფეროვანი“;
• გარეშე, მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანოს დაქირავება იმ პროგრამებისა და დეპარტამენტების აუდიტისთვის, “რომლებიც ყველაზე მეტად აძლიერებენ ანტისემიტურ შევიწროებას”;
• ფაკულტეტის პერსონალის შემოწმება პლაგიატზე.
პრეზიდენტმა ტრამპმა დაადანაშაულა წამყვანი უნივერსიტეტები იმაში, რომ ვერ იცავდნენ ებრაელ სტუდენტებს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კოლეჯების კამპუსებში ღაზაში ომის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)