მედია: გახარიას გუნდის წევრი ადასტურებს, რომ შეთანხმება დაირღვა

გიორგი  გახარიას თანაგუნდელი, , რომელიც მეხუთე პრეზიდენტთან კონსულტაციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება არსებობდა, თუმცა ცქიტიშვილი ამტკიცებს, რომ საკითხზე მსჯელობა გახარიას პარტიაში არ გამართულა და თანხმობა გუნდისგან დამოუკიდებლად გასცა.

მინდა ჩემი მხრიდან  განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში.
კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა – ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.
მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.
თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.
ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწიმწბინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი  დავაზიანე.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი”, – წერს ცქიტიშვილი. 

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით