„თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ინდექსში“ თელავი პირველ ადგილზე, ჭიათურა კი ბოლოზეა

„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში“ თვითმმართველ მუნიციპალიტეტებს შორის თელავი, ზესტაფონი და მცხეთა ლიდერობს.
„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი“ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს და შედარდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობა, მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო.
კვლევის შედეგების იყოფა 5 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის მიხედვით.
59 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის შედეგების მიხედვით, ხუთეულში თელავი, ზესტაფონი, მცხეთა, ხაშური და კასპი მოხვდა. ბოლო ადგილას კი ჭიათურა და გორია.

ასევე დაგაინტერესებთ