ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენიც – თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

„ნიშანდობლივია, რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი ვივა-მედში მუშაობს მუმიად, ეს კრიმინალი, რომელმაც გააუბედურა ჩვენი ქვეყანა“- ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს ს შესახებ ისაუბრა, რომ კომისიის საბოლოო „დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და თითქმის ყველა ოჯახს, ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა“.
„მე, ჩვენ თანამებრძოლებთან ერთად, მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ვინც სათავეში ედგა ამ კომისიის შექმნის იდეას იმიტომ, რომ ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენიც. თუ გვისმენს რომ იცოდეს, სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი, ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ბატონი ჯუმბერის მსგავსად არაერთ ოჯახს, თითქმის ყველა ოჯახს.
ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ მერაბიშვილთან და შალვა ჯანაშვილთან ერთად, პოლიტიკოსებთან ერთად, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად აწარმოა ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში, კიდევ უფრო გამყარდა საოკუპაციო ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა რომელმაც დაკარგა დალის ხეობა, აფხაზეთში ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ერთადერთი იყო იქ მაცხოვრებლების შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. სააკაშვილი შევა ისტორიაში, როგორც მწამებელი მკვლელი, ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხი ჯერ კიდევ მის მხარეს იყო, ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფოს აშენებისთვის. მან ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა და ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ, მისი ადგილი იქაც კი არ არის, სადაც ის არის საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
Previous: მათ აქვთ ცოდნის უფლება, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა “ტექნიკურ უნივერსიტეტს” წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას, ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა “საქართველოს უნივერსიტეტი”

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები