თანამოქალაქეების დაწვა და მათთვის ცეცხლის მოკიდება ვერ იქნება თავისუფლება და ვერ იქნება ჰუმანიზმი – არჩილ თალაკვაძე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია გაუმართლებლად, მიუღებლად და უპასუხისმგებლოდ იქცევა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისის ქმედების გამართლებას ცდილობს.
თალაკვაძის თქმით, თანამოქალაქეების დაწვა და მათთვის ცეცხლის მოკიდება, თავისუფლება და ჰუმანიზმი ვერ იქნება.
“უბრალოდ, მინდა ოპოზიციას და რადიკალურ ბანაკს ვუპასუხო, რომ გაუმართლებელი, მიუღებელი და უსამართლოა, როდესაც თქვენ ცდილობთ გამართლოთ ის ადამიანი და ის ქცევა გაამართლოთ, როდესაც შენს თანამოქალაქეს მზად ხარ მოუკიდო ცეცხლი და ეს, რაღაც გამოხატვის თავისუფლებაში და დემოკრატიაში გადათარგმნო. ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. მე არ ვიცი პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას განიხილავს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, თანამოქალაქეების დაწვა და მათთვის ცეცხლის მოკიდება, ვერ იქნება თავისუფლება და ვერ იქნება ჰუმანიზმი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი