მედია: “ოცნება” ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და გახარიას გაპრემიერება მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა

“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ არც ს გაპრეზიდენტება და არც გიორგი გახარაის გაპრემიერება მათი სურვილით არ მომხდარა. ამის შესახებ დღეს პარლამენტის სხდომაზე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნებოდა, რომ მაშინ, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, “ოცნება” პოლიტიკურად სუსტი იყო და გარე ძალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ამასთან, მაჭავარიანი დღეს თავს იწონებდა, რომ “ოცნებამ” დღეს უკვე მოახერხა, რომ “არავის არაფერს ეკითხება”.

ძალიან ხშირია საზოგადოებისგან შეკითხვა, და მე მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, მითუმეტეს, ჩვენს ამომრჩევლებს, თუ რატომ დაიწნაურდა ამის შემდეგ გიორგი გახარია. მართლა ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე, უბრალოდ, საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში. 

ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვა გვინდოდა, არც ქალბატონი ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება გვინდოდა და არც ბატონი გახარიას გაპრემიერება გვინდა. უბრალოდ, ჩვენ მაშინ პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა მაგდენი, ვინაიდან ჩვენი სუვერენიტეტი არ იყო ასე განმტკიცებული. ამაზე, დრო მოვა და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. შესაბამისად, ახლა ყველა ხვდება, რომ ჩვენ არავის არაფერს ვეკითხებით და არ ვითვალისწინებთ. ყველა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყანას, მიიღება საქართველოშივე, – ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

გარე ძელების ზეწოლაზე ისაუბრა დღეს ირაკლი კირცხალიამაც, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პარტნიორები ქვეყნის სუვერენიტეტს ებრძვიან. არალეგიტიმური პარლამენტის წევრმა დღეს ისიც თქვა, რომ ქვეყანა ასეთი დამოუკიდებელი როგორც ახლა, არასდროს ყოფილა.

ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენს, საზოგადოების უდიდესი ნაწილიც, თუ რა ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, თუ როგორ ღიად, თავხედურად, ჩამოხსნილი ნიღბით, პირდაპირ ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენი ვალია, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, და რეალურად, თამამად და ამაყად მინდა, ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი ისე, როგორც არასდროს. ჩვენი ვალია, როდესაც ვსაუბრობტ სუვერენიტეტზე, ეროვნულ ინდეტობაზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რომ მაქსიმალურად ისეთი საკანონმდებლო ბაზა შევქმნათ ამ სივრცეში, რომელიც მოახდენს მაქსიმალურ პრევენციას იმ ბინძური და დესტრუქციული თანხების შემოდინებისა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ნათლად ვხედავთ, – ამბობს ირაკლი კირცხალია. 

წყარო