დიმიტრი პესკოვი – აშშ-თან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ

აშშ-თან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.
„ჯერჯერობით რაიმე სახის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არსებობს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის პოლიტიკური ნება არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი და აშშ მშვიდობის მიღწევისთვის ბევრს მუშაობენ.
„საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ინფორმაციის გაცვლა პირადად ხდება. ვგულისხმობ სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის ახლახან გამართულ შეხვედრას. რა თქმა უნდა, სამშვიდობო ინიციატივების ძიება რთული საკითხია, ამიტომ სწრაფი შედეგების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)