სულ ტყუილად აბრალებენ “ქოცები” ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან რევოლუციონერობას, ნეტავ, ესენი იყვნენ რევოლუციონერები –

პოლიტიკური დისკუსიის თემაა “ხალხის ძალის” განცხადება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა კიდევ ექნება, ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემაზე მანიპულაციით.
რაც შეეხება შეფასებებს, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს რევოლუციონერობას აბრალებს, რეალურად კი ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
“ისინი არანაირი რევოლუციონერები არ არიან. სულ ტყუილად აბრალებენ “ქოცები” ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან რევოლუციონერობას, ნეტავ ესენი იყვნენ რევოლუციონერები… რაღაც საერთოს ვიპოვიდით აქამდე, მაგრამ არ არიან. მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციის ნამუშევარზე მეტად, ამაზე გავლენას არჩევნების შედეგები მოახდენს, ქართველი ხალხის ნება შეესაბამება თუ არა ევროპულ სტანდარტებს,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა ობოლაძის შეფასებით კი, “ხალხის ძალის” და “ქართულ ოცნებას” შეუძლია 2024-ის არჩევნების შედეგებზე ინერვიულონ, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხი ხელისუფლების ცვლილებებს დაუჭერს მხარს, ქვეყანა კი ევროინტეგრაციის პროცესში მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას