პრეზიდენტმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გაათავისუფლოს – ნიკა ობოლაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
მისი განმარტებით, ვინ, როგორ და როგორი სიმწვავით გამოხატა პროტესტი, ეს მის პირად გამბედაობაზეა დამოკიდებული.
“რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი და გაათავისუფლოს ამ პატიმრობიდან და ტყვეობიდან ლაზარე გრიგორიადისი, რადგან მისი ბრძოლის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი. ვინ, როგორ და როგორი სიმწვავით გამოხატა პროტესტი, ეს მის პირად გამბედაობაზეა დამოკიდებული და პირად ბრძოლაზე. ეს ბრძოლა იყო სამართლიანი”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი