მათ აქვთ ცოდნის უფლება, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა “ტექნიკურ უნივერსიტეტს” წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას, ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა “საქართველოს უნივერსიტეტი”

მათ აქვთ ცოდნის უფლება, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა “ტექნიკურ უნივერსიტეტს” წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას, ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა “საქართველოს უნივერსიტეტი”
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ყოფილ და ამჟამინდელ სტუდენტებს, ასევე მათ მშობლებს სიტყვით მიმართა.
და საგამოძიებო კომისიის წევრები პატივისცემას უდასტურებენ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს, ასევე მათ მშობლებს, მაგრამ თვლიან, რომ ისინი იმსახურებენ იმის ცოდნის უფლებას, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას, გიული ალასანიას და მან იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა „საქართველოს უნივერსიტეტი“.
„ბატონმა ალუდა ღუდუშაურმა წეღან რჩევა მომცა და მინდა ეს რჩევა რა კი გვეჩქარება, მისი ნებართვით გავახმოვანო. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს უნივერსიტეტზე, იმ უმსგავსობაზე რაც გიული ალასანიამ ჩაიდინა. როდესაც თავის შვილთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, სახელმწიფო უნივერსიტეტს ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვა ქონება და იქ საკუთარი ბიზნესი მოიწყო. ამ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს, არაერთი სტუდენტი, დიდი უმრავლესობა იქ უკვე ნასწავლი გამოშვებულების ან ამჟამად მყოფი სტუდენტებისა, თავიანთი ოჯახების მრავალი ძალისხმევის შედეგად იმ დიდ თანხებს იხდიან, რომელიც გიული ალასანიას ჯიბეში მიდის, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები დადგნენ ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, პატივისცემას ვუდასტურებთ. ბატონი ალუდას რჩევა იყო ეს, რომ საჯაროდ გვეთქვა და ვამბობ ამას კომისიის სახელით, მაგრამ მათ აქვთ უფლება, ცოდნის უფლება, კერძოდ ცოდნის უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ სახელმწიფო უნივერსიტეტს წაართვა ქონება მისცა საკუთარ დედას და ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა საქართველოს უნივერსიტეტი. იქ მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას მათი უფლებაა ამის შესახებ უბრალოდ იცოდნენ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს