სერგეი ნარიშკინი – უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება მის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციასა და რუსეთის ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს

უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება მის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციასა და ს ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს, ისინი კვლავ იგივე რჩება. სამშვიდობო შეთანხმების პირობები, რა თქმა უნდა, უკრაინის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მიღებული ყველა დისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და რუსეთის ამჟამინდელი ტერიტორიული საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.
მისი თქმით, დადებით ფაქტს წარმოადგენს ის, რომ რუსეთსა და -ს შორის კონტაქტები არსებობს.
„რუსეთსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ კონტაქტები არსებობს, დადებითია. ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც პრეზიდენტ ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დროს იყო“, – აღნიშნა ნარიშკინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ