მდინარაძე უარყოფს, რომ შს მინისტრად ინიშნება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის ჩანაცვლება მამუკა მდინარაძით იგეგმება.
„ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აჰყვებით. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს