ამერიკული ჩიპების მწარმოებელი Nvidia Corp გეგმავს 500 მილიარდ დოლარამდე ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის შექმნას შეერთებულ შტატებში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სხვა კომპანიებთან პარტნიორობით, მათ შორის ტაივანის TSMC, ნათქვამია Nvidia-ს განცხადებაში.
კერძოდ, TSMC-მ უკვე დაიწყო Nvidia Blackwell AI ჩიპების წარმოება ფინიქსში(არიზონა).
ინვესტიცია ასევე მოიცავს სუპერ კომპიუტერების წარმოებას Foxconn-ისა და Wistron-ის ქარხნებში, რომლის სიმძლავრის გაფართოება იგეგმება მომდევნო წელიწად-ნახევარში.
შეერთებულ შტატებში ხელოვნური ინტელექტის ჩიპებისა და სუპერ კომპიუტერების წარმოება მომავალ ათწლეულებში ასობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნას გამოიწვევს, თქვა Nvidia-მ. ჯერჯერობით, მისი პროცესორების უმეტესობა იწარმოება ტაივანში.
