სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი რუსთავი 2-ის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი

სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი რუსთავი 2-ის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ს ოჯახმა პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება სახელმწიფო ქონების და სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე შეძლო, რომელსაც მაშინდელ სოდ-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კოდუა ახორციელებდა, ხოლო ბანდიტიზმის გათეთრებაში ჩართული იყო რუსთავი 2-ის სახელით ნანუკა ჟორჟოლიანი.
„დავიწყებ იმით, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა მისი პრეზიდენტობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რით დაიწყეს და როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება – ძირითადად სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების ხარჯზე, არამედ რიგითი ადამიანების ძარცვის, პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე, როდესაც ადამიანებისგან პირდაპირ ხდებოდა მისი კერძო, პირადი ქონების ჩამორთმევა და მერე ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ჩართული იყო ცრუ ბრალდებების შექმნაში ადამიანების წინააღმდეგ. ირაკლი კოდუა, რომელიც მაშინდელ სოდ-ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა მე არ მინდა შევქმნა ილუზია, რომ ეს ირაკლი კოდუას დონეზე ვერ გადაწყდებოდა, ასეთი საჯარო ბანდიტიზმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით. შეუძლებელია, თუნდაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირის დონეზე გადაწყვეტილიყო და ეს პრეზიდენტთან შეთანხმებული მინიმუმ არ ყოფილიყო და ამ დროს ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში და ერთი ადამიანის გასრესაში ჩართული იყო რუსთავი 2-ის სახელით ნანუკა ჟორჟოლიანი, მისი ცოლი“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან, რეალური ბრძოლა “დიპ სტეიტთან” არ დგას, უფრო მეტიც – ტრამპი დღემდე ასრულებს ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის, “დიპ სტეიტის” დავალებებს

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი