რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ხუთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 109 უპილოტო საფრენი აპარატი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 3 – ვორონეჟის ოლქში, თითო-თითო – მოსკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 ადამიანი.
