მედია – კურსკში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა

რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წუხელ კურსკზე მტრის მიერ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატის მიზანმიმართული დარტყმების შედეგად, რამდენიმე სახლში ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, 85 წლის ქალი გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეგიონულ მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმა მოხდა სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოფარეხზეც, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება