„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ტერორიზმის სისასტიკე და ამ ბოროტების დაუნდობელი სახე, რომელმაც არაერთი უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ თანავუგრძნობთ თითოეული დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო. ჯამში, 15 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 14 უშუალოდ უნივერსიტეტში. ამავე დროს დაშავდა 25 პირი. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და ის მარტო მოქმედებდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ სროლას საერთაშორისო ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება