მოქალაქე აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე თავს დაესხნენ, მის მეგობარს კი თავზე მიყენებული დაზიანების გამო ოპერაცია დასჭირდა

მოქალაქე ლექსო სამხარაძე აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე თავს დაესხნენ, მის მეგობარს კი თავზე მიყენებული დაზიანების გამო ოპერაცია დასჭირდა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, თავში “წვეტიანი ნივთი” ჩაარტყეს და ბევრი ჭრილობა მიაყენეს.
„სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა.
ძალიან ბევრჯერ დამესხნენ თავს და ყოველ ჯერზე მოვახერხე უდანაკარგოდ გამოვსულიყავი. ამჯერად, თავისუფლების მოედანზე უკნიდან კეფისა და ნათხემის ადგილას, კასტეტისმაგვარი წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში და იმათივე შეიარაღებულებმა მუშტი კრივი გაგვიმართეს. საკმაოდ ბევრი ნახეთქი ჭრილობები მოგვაყენეს თავის არეში.
ჩემს ძმაკაც ლევან ყანჩაველს ოპერაცია დასჭირდა, რადგან თავის ქალა გაუბზარეს. გაბზარულ ადგილას სანტიმეტრნახევრიანი ტიტანის იმპლანტი ჩაუდგეს. ხვალ მივდივარ მეც კატეს გადასაღებად.
ჩვენ მალე გამოვჯანმრთელდებით და იმაზე ჩქარა, ვიდრე მავანთ ჰგონიათ, გათავისუფლებულ რეჟიმის ტყვეებთან ერთად, აღვნიშნავთ ქოცების რუსეთში გაქცევას.
P.S. პირველ სურათში, ჩემი კეპია რომ მიხვდეთ, დაახლოებით როგორი წვეტიანი საგანი ჩამარტყეს და იმავე საგნით გვეჩხუბნენ”, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში და თან ურთავს ფოტომასალას.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული