პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 15 აპრილის სხდომაზე ჯონდი ბაღათურიას მოუსმენენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, კომისიის შემდეგი სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე ჯონდი ბაღათურია გამოიკითხება.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მორიგი სხდომის თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს “ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას შეეხება”.
“ხვალ, ანუ სამშაბათს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ხვალ არის პლენარული სხდომა, ამიტომ ჩვენ 12:00 საათამდე, ანუ დილის 10:00 საათიდან უნდა მოვასწროთ სხდომის ჩატარება. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოწვეულია ჯონდი ბაღათურია. საკითხებია: მის მიერ თავის დროზე გაკეთებული გამოძიებები, რომლებიც ეხება სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას. მთელი ოჯახური კლანი იყო ამ საქმეში ჩართული და ამაზე ჯონდი ბაღათურიაზე უფრო მეტი გამოძიება არავის არ აქვს ჩატარებული. მთელი რიგი დოკუმენტები ჰქონდა თავის დროზე პარლამენტში წარდგენილი. ამავე დროს, ის იცავდა ერთ ადამიანს, რომელსაც საკუთრება წაართვეს და სწორედ მასთან ერთად აპირებს მოსვლას, რომ ეს კონკრეტული საქმეც განვიხილოთ”, – განაცხადა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის საქმეზე – ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ტვირთი

ირაკლი ნადირაძე – ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ, იმდენი – როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია