რა აჩუქო მეგობარს თუ სეკრეტ სანტა ხარ? – ბიტკოინი (რ)

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო რთული და დამღლელია მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევა. კრიპტალისა და WOWchy-ის მეგობრობით კი, ახლა შეგიძლია სხვას ბიტკოინი აჩუქო და ამ ბლოგში გეტყვით, როგორ გააკეთო ეს მარტივად.
ახალი წელი მოახლოვდა!
ახალი წელი მოახლოვდა, ეს პერიოდი კი, საჩუქრების მიმოცვლის სეზონია. უამრავი ადამიანი თამაშობს სეკრეტ სანტას და ფიქრობს, რა აჩუქოს ოჯახის წევრს, მეგობარს თუ თანამშრომელს.
თუმცა ოპტიმალური და ყველასათვის მოსაწონი საახალწლო საჩუქრის შერჩევა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გინდა რომ შენი საჩუქარი უნიკალური და თანაც ფასეული იყოს.
კარგი საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, შენც რომ გაგიხარდება, საუკეთესო საჩუქარი კი, სხვისთვის მისაცემად დასანანიც. სწორედ ამიტომ, კრიპტალი და WOWchy საახალწლოდ დამეგობრდნენ და ახლა, ბიტკოინის სასაჩუქრე ბარათების ჩუქება შეგიძლია ნებისმიერი ადამიანისთვის.
წარმოიდგინე საჩუქარი, რომელიც უკლებლივ ყველა ადამიანს გაუხარდება საახალწლოდ და თან შენთვისაც მარტივი ასარჩევია, ქაოსურ შოპინგზე სირბილის ნაცვლად სახლიდან, ონლაინ შეძლებ მარტივად ყიდვას, სწორედ ეს არის Cryptal-ის ბიტკოინის ვაუჩერი.
რა არის Cryptal-ის ვაუჩერი?
Cryptal-ის ბიტკოინის ვაუჩერი არის საჩუქარი, რომელსაც სანტაც კი ვერ მოიფიქრებდა. მისი დახმარებით შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს მისცე შესაძლებლობა კრიპტოში ფეხი შემოდგას და პირველი ნაბიჯები გადადგას.
ვაუჩერში მაგიურად ჩაქსოვილია 50, 100, 200 და 500 ლარის ღირებულების ბიტკოინი, რომელიც შემდეგ ახალ წლამდე შეიძლება გაცილებით მეტიც ღირდეს, ასე რომ ეს უბრალო საჩუქარი არ არის, ის მუდმივად მზარდი ინვესტიციაა და ადრესატს მხოლოდ ერთხელ სულაც არ გაახარებ.
მაგალითად, სანტას წინა წელს შენთვის რომ მოეტანა კრიპტალის 500 ლარიანი ბიტკოინის ვაუჩერი საჩუქრად, ახლა შენი საჩუქრის ღირებულება 1343 ლარის ტოლი იქნებოდა, რადგან მხოლოდ 2023 წელს ბიტკოინი საშუალოდ 150%-ით არის გაზრდილი.
გახსოვდეს, სულაც არ არის საჭირო რომ კრიპტოვალუტა კარგად გესმოდეს, ყიდვას შეძლებ მარტივად, რაოდენობა კი შეზღუდულია, დაასწარი მრავალს!
რატომ უნდა ვაჩუქო ბიტკოინი?

ასევე დაგაინტერესებთ