რუსეთმა ტრამპის კომენტარის შემდეგ დაადასტურა, რომ სუმიში ბალისტიკური რაკეტები ჩამოაგდო

ს ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კვირას, ბზობა დღეს, უკრაინის ქალაქ სუმიზე ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა თავდასხმა.
საუბარია დაბომბვაზე, რომელსაც ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ უბანში 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ. დაშავდა 120-მდე ადამიანი.
ამ თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მას “საშინელება” უწოდა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, “რუსებმა შეცდომა დაუშვეს”.
სწორედ ტრამპის ამ კომენტარის შემდეგ გაავრცელა განცხადება ს თავდაცვის სამინისტრომ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის არმიის წარმომადგენლები დაბომბეს და 60-მდე ჯარისკაცი მოკლეს. იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ რაკეტა სამხედროებს ესროლეს, რუსეთს არ წარმოუდგენია.