BYD – 1000 ცხ.ძ-იანი მონსტრები, Polestar-ი ჩინეთში ოპერაციებს ამცირებს – კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “
Polestar-ი ჩინეთში ოპერაციებს მინიმუმამდე ამცირებს
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Polestar-ი, რომელიც ჩინური საავტომობილო კონგლომერატის, Geely-ის ჰოლდინგში შედის, ჩინეთის ბაზარზე ოპერაციებს მინიმუმამდე ამცირებს, რაც მაღაზიების ქსელების დახურვას და ადგილობრივ კომპანიასთან შექმნილი ერთობლივი საწარმოდან გამოსვლას გულისხმობს. ბიზნესპროცესებს Polestar-ში ჩინეთის ბაზარზე არსებულ დიდ კონკურენციასთან აკავშირებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე კომპანიის გრძელვადიანი გეგმები აქვს. 2025 წლის პირველ კვარტალში, Polestar-ის გაყიდვებმა გლობალურად 76%-ით იმატა, მაგრამ ეს მოკლევადიანი წარმატება შარშანდელი ცუდი წლის დასაბალანსებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. 2024 წელს, Polestar-ის SUV-ებმა, მათ შორის Polestar 3-მა და Polestar 4-მა გაყიდვების ცუდი შედეგი დააფიქსირეს, ხოლო თავად კომპანიამ მოგებაზე გასვლა ორი წლით გადაავადა. თავად კომპანია $2 მილიარდადაა შეფასებული, რაც ერთთვიან ჭრილში 11%-ით, ექვსთვიან ჭრილში კი 32%-ითაა შემცირებული. ელექტრომობილების კუთხით, ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია, რაც აიხსნება, როგორც ჩინეთის დიდი მოსახლეობით, ასევე მმართველი კომუნისტური პარტიის სუბსიდიების დახმარებით განვითარებულ დასამუხტ ინფრასტრუქტურაზე და დიდ კონკურენციაზე, რომელმაც EV-ების არაერთი იაფიანი, მაგრამ ობიექტურად კარგი ავტომობილი შექმნა. გასულ წელს, Polestar-მა ჩინეთში მხოლოდ 3,120 ელექტრომობილი გაყიდა, როცა მსოფლიოში ჯამში 44,850 ავტომობილი გაიყიდა.
BYD – ჩინურმა კომპანიამ 1000 ცხ.ძ-იანი მონსტრები წარადგინა
ჩინურმა საავტომობილო გიგანტმა BYD-მ ელექტრომობილების ახალი წყვილი წარადგინა, რომლებიც მის მიერ შემუშავებულ, ახალ სუპერ ელექტრონულ პლატფორმას ეფუძნება. Han L-ის სედანი და Tang L-ის SUV-ი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ისევე სწრაფად იტენება, რა დროც ტრადიციულ ავტომობილებს ბენზინის შესავსებად სჭირდებათ. სუპერ ელექტრო პლატფორმა 1 000 ვოლტიანი არქიტექტურაა, რომელიც კომპანიამ მარტში წარადგინა. Han L სედანის შემთხვევაში, ავტომობილის ყველა ვერსია 83.2 კვტ/სთ-ის Blade ბატარეას იყენებს, ხოლო Tang L-ს უფრო დიდი 100.5 კვტ/სთ-იანი პაკეტი აქვს. BYD-ის ინფორმაციით, Han L-ი 10-70%-მდე სულ რაღაც 6 წუთში იმუხტება. გარდა ამისა, მოდელი 400 კილომეტრის მანძილისთვის საჭირო დონემდე 5 წუთში ადის, 0-დან 100%-მდე დამუხტვას კი, 20 წუთს ანდომებს. დამუხტვის საოცარი სიჩქარე გამოარჩევს Tang L EV-საც. 5-წუთიანი დამუხტვით, ავტომობილს 370 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, ხოლო 100%-მდე დამუხტვას 30 წუთი სჭირდება. თუმცა ამ მაჩვენებლის მიღწევა, მას მხოლოდ BYD-ის 1 000 კვტ-იანი სწრაფი დამუხტვის პორტების გამოყენებით შეუძლია, რომელიც ასევე მარტში გამოვიდა. კომპანიას 4 000-მდე მსგავსი სადგურის დამატება აქვს გადაწყვეტილი და ეს მხოლოდ ჩინეთში.
Han L-ის ფასები $30 000-დან იწყება და LiDAR Flagship-ისთვის $33 000-მდე იზრდება. ორივე ვერსიას 671 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს. ელექტროძრავა, რომელიც უკანა ბორბლებს ამოძრავებს, ერთი დამუხტვით 701 კილომეტრს გადის.
რაც შეეხება BYD Tang L-ს, კომპანია მას სამ ვერსიად გვთავაზობს. ფასები $30 000-დან $40 000-მდე მერყეობს. ის მარტივად ჩამოიტოვებს სედანს, საბაზისო უკანა ამძრავითა და 788 ცხენის ძალით, ხოლო ორძრავიანი AWD ვერსია 1 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი დამუხტვით ეს მოდელები 560 და 670 კილომეტრს ფარავს.

GM-მა სრულიად ელექტრული Corvette-ის კონცეპტი წარადგინა
General Motors-მა დიდი ბრიტანეთში ახალი დიზაინის სტუდიის გახსნასთან ერთად სრულიად ელექტრული Chevrolet Corvette-ის კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, რაც კომპანიის მხრიდან ევროპის ბაზარზე დაბრუნების სტრატეგიის ნაწილი გახლავთ.
ახალი კონცეპტი გამოირჩევა დახვეწილი და აეროდინამიკური დიზაინით, რომელიც ვიზუალურად უფრო მეტად წააგავს მომავლის სარბოლო ავტომობილს, ვიდრე ტრადიციულ Corvette-ს. მიუხედავად ამისა, მასში გამოყენებულია გაყოფილი უკანა ფანჯრის დიზაინი, რაც 1963 წლის Sting Ray მოდელს ახასიათებდა.
როგორც GM აცხადებს, ელექტრო Corvette წარმოადგენს „დიზაინ-კვლევის“ ნაწილს და არ არის განკუთვნილი უშუალოდ წარმოებისთვის. თუმცა მისი წარდგენა და პარალელურად დიზაინის სტუდიის გახსნა აღნიშნავს კომპანიის “ერთგულებას ევროპისადმი” — რეგიონში, სადაც GM გეგმავს Cadillac-ის ელექტრომობილების გაფართოებას და Corvette-ის გაყიდვების დაწყებას.
GM-ის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ეს პროექტი გლობალური დიზაინის ნაწილია და მისი ფარგლებში 2025 წლის განმავლობაში წარედგინება კიდევ რამდენიმე Corvette-ის კონცეპტუალური ვერსია. კომპანია ასევე ფლობს დიზაინის სტუდიებს დეტროიტში, ლოს-ანჯელესში, შანხაიში და სეულში.
GM ცდილობს კვლავ შეაღწიოს ევროპულ ბაზარზე მას შემდეგ, რაც 2017 წელს გაყიდა თავისი ევროპული ბრენდი Opel ფრანგულ PSA ჯგუფზე.
Toyota-ს მასშტაბური გეგმა – 10 ახალი ელექტრომობილი
ჰიბრიდებზე ორიენტაციის შემდეგ, TOYOTA-ს ყურადღება ახლა სრულად ელექტრომობილებზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ -ის ელექტრომობილების ბაზარი გაურკვევლობებშია ჩაფლული – ტარიფების ზრდის და საგადასახადო შეღავათების გაუქმების საფრთხის გამო – გლობალურად EV-ზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით ჩინეთში. Toyota, რომელიც წლების განმავლობაში ჰიბრიდებზე იყო კონცენტრირებული, ახლა გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი ელექტრომობილების პორტფელი. იაპონური ავტომწარმოებელი გეგმავს, 2027 წლამდე 10 ახალი ელექტრომობილი გამოუშვას. ამჟამად Toyota მხოლოდ რამდენიმე სრულად ელექტროძრავიან მოდელს აწარმოებს, მათ შორის აშშ-ში ხელმისაწვდომია Toyota bZ4X და Lexus RZ, თუმცა კომპანია აპირებს, გლობალურად არსებული 5 EV მოდელი 15-მდე გაზარდოს. Toyota ასევე აპირებს წლიური ელექტრომობილების წარმოება 1 მილიონ ერთეულამდე გაზარდოს 2027 წლისთვის – ეს რიცხვი შვიდჯერ აჭარბებს 2024 წლის მაჩვენებელს, როდესაც კომპანიამ მსოფლიოში 140,000 EV გაყიდა. ეს კომპანიის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაშინ როცა ახალი სტრატეგია ამ მაჩვენებლის 35%-მდე გაზრდას ისახავს მიზნად.ახალი მოდელები დამზადდება იაპონიაში, ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დამატებით ტაილანდსა და არგენტინაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელი იქნება C-HR+ ელექტრო SUV, რომლის წარმოებაც იაპონიაში 2025 წლის სექტემბერში დაიწყება და გაიყიდება ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში.

“ჯილი საქართველო” ახალი მოდელების წარსადგენად ემზადება – კომპანიის შედეგები და გეგმები
საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლოგიური ბრენდის, Geely Auto-ს ელექტრიფიცირებული მოდელი Geely EX5 შეემატება. უსაფრთხოების გაზრდილი მაჩვენებლებითა და მართვის ჭკვიანი სისტემით გამორჩეული ელექტრომობილი „ჯილი საქართველოს“ შოურუმში ერთ თვეში გამოჩნდება. „ ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებაში შემავალ კომპანიას, რომელიც ცნობილი ჩინური ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს.
ასევე განსაკუთრებული მოლოდინია კიდევ ერთი ელექტრომოდელის Geely Geome-ის მიმართაც. Geely-ს ელექტრიფიცირებული ავტომობილების ახალი სერიის ამ მოდელზე მოთხოვნა ჩინეთში ყველაზე მაღალია. მიზეზი შესაძლებლობებისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა.
მიმდინარე წლის გეგმებშია ასევე Geely Monjaro hybrid-ის შემოყვანა. მისი შერეული წვა 4.7 ლიტრია.
ჩამონათვალშია კიდევ ერთი მოდელი – Geely Starship L7 – საშუალო ზომის დამუხტვადი ჰიბრიდი, რომელიც თავისი სტილითა და ვიზუალით გამოირჩევა.
ელექტრომობილებთან და დამუხტვად ჰიბრიდებთან ერთად, კომპანია წარადგენს Geely Atlas cool-საც, რომელიც ქართველი მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობი Geely Coolray-ს სეგმენტია. მისი საბაზრო ღირებულება $24 000-ის ეკვივალენტია ლარში. ავტომანქანა Geely Atlas-ის ფორმებს იმეორებს, თუმცა გაცილებით კომპაქტურია.