„თავისუფლება მზიას“ – ამ ლოზუნგით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ

„თავისუფლება მზიას“, – ამ ლოზუნგით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ჟურნალისტები საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ. გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სიმბოლურად მედიკამენტები მიიტანეს.
„ირაკლი დგებუაძეს ტკივილგამაყუჩებელი მოვუტანეთ, რომელსაც ჟურნალისტის სილა ეტკინა. მას არ აქვს უხერხულობის განცდა, ამბობს, რომ სტკივა. ცხადია ეს არის ირონია, თუ ამას ვერ ხვდება.
მას არაერთი ადამიანი ძალადობაში ადანაშაულებს. აქ წამლები ვერ უშველის, დარწმუნებული ვართ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი