გიორგი გახარია თეა წულუკიანს – თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ს დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა “უჩინარი კაცი”, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და ყველას აზრი შეგაცვლევინათ

თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ს დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, “უჩინარი კაცი”, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი – დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც, – ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ივნისს ის იცავდა სახელმწიფოს და არა პარტიასა და ხელისუფლებას.
“რაც შეეხება 20 ივნისის კონტექსტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკე აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. აგიხსნით რატომ, იმიტომ, რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა, 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს. ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარე. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახან გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და მიგაჩნდათ, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. თუმცა მაშინაც 2021 წლის 18 თებერვალს, “უჩინარი კაცი”, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი, ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით, ქალბატონო თავმჯდომარევ, მე მიცემული მაქვს ორჯერ ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. მე ჩემს ჩვენებს ასე არ ვცვლი. იმედი მაქვს და თქვენ გქონდათ ამის უფლება, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა და გაცემული პასუხები. იმედი მაქვს, ამ სხდომისთვის მოემზადეთ“, – განაცხადა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა