“ფორმულა”: გომელაურის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მას მდინარაძე ჩაანაცვლებს

ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “დროების” ექსკლუზიური ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია და მას ამ პოსტზე “ოცნების” პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს. ინფორმაციას “ფორმულა” შსს-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დროების” წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი