პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება – ბექა ლილუაშვილი გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა, ს შესაძლო შეწყალების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რის შეფასებაშიც, პარტია “მოქალაქეები” არ შედის.
ლილუაშვილის თქმით, გრიგორიადისის საქმე იმდენად პოლიტიზებულია, რომ მას არც პროკურორის და არც დაცვის მხარის სანდოობის არ სჯერა.
“დისკრეცია არის დისკრეცია, ჩვენ მის შეფასებაში არ შევდივართ. პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თუ დავუშვებთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტი ვალიდურია და არანაირი პოლიტიკური არანაირი პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეს არ აქვს და ის მტკიცებულებები არის სანდო, ასეთ თეორიულ განზომილებაში, რა თქმა უნდა მოძალადე და ძალადობა უნდა დაისაჯოს. ეს საკითხი იმდენად პოლიტიზებულია, რომ სანდოობა არც დაცვის და არც პროკურორის მიმართ არ მაქვს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით

ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია