გაფრთხილების შემდეგ ისრაელმა ღაზაში საავადმყოფოს მიმართულებით ავიადარტყმა განახორციელა

13 აპრილს ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა ისრაელმა ღაზის მიმართულებით. ავიადარტყმის სამიზნე ქალაქის ერთ-ერთი დიდი საავადმყოფო იყო. აცხადებს, რომ შეტევის სამიზნეები იყვნენ ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მებრძოლები, რომლებიც საავადმყოფოს შენობას სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ.
ინფორმაციას Reuters ავრელებს.
კლინიკის პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაცია შენობიდან მას შემდეგ განხორციელდა, რაც საავადმყოფოში დარეკა ადამიანმა, რომელიც პერსონალს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო. სატელეფონო ზარი კლინიკაში სარაკეტო დარტყმამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიადარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელის არმია აცხადებს, რომ საჰაერო იერიშამდე მიიღო მაქსიმალური ზომები, რათა მინიმუმამდე დაეყვანა მშვიდობიანი მოსახლეობის შესაძლო ზიანი.
ჰამასი ისრაელის ბრალდებას „სიცრუეს“ უწოდებს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნით გამოდის.
ჰამასის კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საავადმყოფოს მუშაობა სრულად შეჩერებულია.
ისრაელის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ჰამასი მუდმივად იყენებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საავადმყოფოებს, სამხედრო მიზნებისთვის. ჰამასი ამას კატეგორიულად უარყოფს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც ჰამასის კონტროლის ქვეშაა, 29 მარტს განაცხადა, რომ სულ მცირე, 921 ადამიანი დაიღუპა პალესტინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაახლა ფართომასშტაბიანი თავდასხმები.
ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 50 ათასამდე პალესტინელი.
საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ისრაელმა დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, როცა 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა და ისინი ღაზაში წაიყვანეს.
ფორუმი